ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, სოფელ ერგეში მიმდინარე საბავშვო ბაღის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო.
პროექტი, რომელიც 200 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასასრულის ეტაპს უახლოვდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და შენობის კეთილმოწყობა. საბავშვო ბაღი აშენებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულად იქნება ადაპტირებული და მოიცავს ადმინისტრაციულ სივრცესაც. პროექტის დასრულება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.
სამუშაოების მიმდინარეობას მერთან ერთად გაეცნენ საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
