არ უნდა დავშლილიყავით – მეგი გოცირიძე იმედგაცრუებულია

980
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში სამუშაოდ არ უნდა შესულიყვნენ და არც 15 მაისის აქცია უნდა გაუქმებულიყო.

“დიახ, არ უნდა შესულიყვნენ, 15 მაისს ასიათასობით საქ.მოქალაქის მობილიზება უნდა განხორციელებულიყო, როგორც ანონსდებოდა არ უნდა დავშლილიყავით მანამ, სანამ ვადამდელს კი არა, დაუყოვნებლივ არჩევნებს არ მივიღებდით, ყველა დონის არჩევნებს ჩავატარებდით წელსვე, ოცნებას გავუშვებდით დამსახურების მიხედვით, მივიღებდით კოალიციურ მთავრობას, თავისუფალ პროკურატურას, სასამართლოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამშობლოში დავაბრუნებდით და ციხიდან დავიხსნიდით პოლიტპატიმრებს…..

რაც ხელმოწერით გააკეთეს, ეს არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფარდი ქმედება და ივანიშვილის რეჟიმისთვის სიცოცხლის უნარის დროებით , მაგრამ მაინც შენარჩუნება”– წერს გოცირიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება