Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას არ უერთდებიან, ისინი არ არიან იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც გადაინაცვლეს ქართული ოცნების ოფისთან

მარშალ პრესი 03/07/2022
სირცხვილისტი

,,ჩვენ ვუერთდებით პროტესტს, რომელიც ემსახურება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, თუმცა, ჩვენ გვქონდა გულწრფელი მოთხოვნა გვცოდნოდა გეგმა, მაგრამ არ მოვისმინეთ გეგმა. მოვისმინეთ ერთ-ერთი გეგმის შემადგენელი ნაწილი, რაღაცა ქმედება, მაგრამ საბოლოო სახით, როგორ მივდივართ, სტრატეგია ჩვენთვის არის უცნობი. სამწუხაროა, მაგრამ გვქონდა კომუნიკაციის ნაკლებობა, ეს არ ვიცი შეიძლება ჩვენი ბრალიც იყოს, ან მათი ბრალიც. მაგრამ, გულწრფელი ემოცია იყო, მოვითხოვეთ გეგმა, თუმცა…” – ასე უპასუხა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სერგი გიგანმა.

როგორც გიგანმა აღნიშნა, მათ ჰქონდათ კამპანია მოსახლეობასთან და მისი თქმით, მათთვის გაუგებარი იყო თუ რას ითხოვდნენ აქციის ორგანიზატორები. როგორც გიგანი აღნიშნავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს გეგმა, თუ რას რატომ აკეთებს.

,,ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი კამპანია, ჩვენი რესურსებით.ჩვენ გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია და საზოგადოება ვერ იგებდა რა მოთხოვნები არსებობდა, რა გვინდოდა. საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ მოიქცეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გეგმა, ვიცოდეთ თუ როგორ ვმოქმედებთ,” – განაცხადა სერგი გიგანმა.

Post navigation

Previous: აქ მოსულთა 60-65 პროცენტი არის მიხეილ სააკაშვილის მომხრე, თქვე დალოცვილებო ერთხელ მაინც ახსენეთ მიშა – დაპირისპირება აქციაზე (ვიდეო)
Next: “სირცხვილიას” მხარდამჭერი ნატა ფერაძე საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ცემას ითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.