Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველმა და შვეიცარელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს

მარშალ პრესი 28/04/2026
5055

იუსტიციის სამინისტროში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ მიგრაციის მართვის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის როლს არალეგალური მიგრაციის პრევენციის, თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მმართველობის გაძლიერების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა და შვეიცარიულმა მხარეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს მიგრაციის გამოწვევები, თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული წინადადებები და სამომავლო გეგმები.

ორ ქვეყნას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიგრაციის სფეროს ექსპერტთა დისკუსიები 2022 წლიდან რეგულარულად იმართება. წლევანდელ რიგით მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, აგრეთვე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება
Next: ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.