Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი

მარშალ პრესი 28/04/2026
irakli kobakhidze

ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი, ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის იმედზე და მომავალშიც გვაქვს სწორედ ქართველი ხალხის იმედი, რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პოლიტიკური დიალოგი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს არის შესაძლებელი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ღიაა დიალოგისთვის.

„როგორც კი დავინახავთ მზაობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ განახლდეს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაშინვე სრულ ღიაობას ვაჩვენებთ, თუმცა ჯერჯერობით მათი დამოკიდებულება არის განსხვავებული. ვხედავთ, რომ არის გარკვეული საბჭოური მიდგომა, როდესაც ეშინიათ დიალოგის, დისკუსიის. დიალოგის ეშინია სუსტ მხარეს, სუსტს არგუმენტებში. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ბევრად უფრო დიდია ჩვენზე, ამას არ ვგულისხმობ, მაგრამ სუსტი მხარეა იმ გაგებით, რომ სიმართლე არ არის ევროკავშირისკენ, სიმართლე არის ჩვენკენ. ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთან, ვისთანაც შეიძლება საუბარი, ვინც აფიქსირებს და გამოხატავს ღიაობას დიალოგისთვის, საუბრისთვის, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებით ვახერხებდით ქვეყნისთვის წარმატებების მოტანას დღემდე, მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა და ასე ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ყველასთან, ვინც ამას მოისურვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას
Next: ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.