Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები – ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა

მარშალ პრესი 27/04/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „ხალხის ძალა“ უკვე წლებია საუბრობს ევრობიუროკრატების ზეწოლასა და ჩარევაზე სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში:

„ჩვენ გაცილებით ადრე დავინახეთ და ვისაუბრეთ კიდეც აღნიშნულზე, უფრო ადრე განვიცადეთ კიდეც ყველაფერი ჩვენს თავზე. „ხალხის ძალაზე“ კარგად არავინ იცის, როგორ ხდებოდა ჩარევები და ზეწოლა“ – განაცხადა დეპუტატმა.

მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის კონგრესის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირმა დაკარგა საკუთარი ღირებულებები.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ, საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა ამერიკა-ევროკავშირს შორის. ეს იქამდეა მისული, რომ პრაქტიკულად არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, ან ულტიმატუმების ენით საუბრობენ. არა მარტო ევროკავშირის მიმართ კითხვის ნიშნებზეა საუბარი, არამედ „ნატო“- ს არსებობაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს კითხვები მხოლოდ ამერიკის მხრიდან არ მოდის. „ნატო“-ს სხვა წევრებიც ამბობენ, რომ ჯობია მისი დაშლა და რაიმე ახალი ფორმით შექმნა. ბუნებრივია, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენში გამოსვლაზე ევროპელებს ეუბნება, რომ არც რუსეთია მათი პრობლემა, არც ჩინეთი და რომ მათი პრობლემის სფუძველი ევროკავშრის ბიუროკრატიაა – უკვე იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ „ხალხის ძალა“ არ ვხედავდით ამ რეალობას. ჩვენ გაცილებით ადრე დავინახეთ და ვისაუბრეთ კიდეც აღნიშნულზე, უფრო ადრე განვიცადეთ კიდეც ყველაფერი საკუთარ თავზე. ჩვენზე კარგად არავინ იცის, როგორ ხდებოდა ჩარევები და ზეწოლა. ჩვენს შემდგომ შეიძლება ბევრმა გაბედა და ისაუბრა ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ. თუმცა, რასაც „ხალხის ძალა“ ვსაუბრობდით ჩვენს წერილებში, მერე იგივეს საუბრობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ტრამპი, მისი ადმინისტრაცია – ეს ნიშნავს იმას, რომ „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები. ეს ყველაფერი კონკრეტული ქმედებებით დადასტურდა. იურიდიული კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა. ეს კი მაშინ, როცა თავად საუბრობდნენ სხვა ქვეყნების ჩარევაზე. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წუხილები, რომ ევროკავშირმა დაკარგა საკუთარი ღირებულებები, აღმოჩნდა მართალი“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ, იქმნება სპეციალური თანამდებობა – სახელმწიფო მინისტრი – ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას
Next: არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.