Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას – აწყობს ეს?

მარშალ პრესი 25/04/2026
guram macharashvili

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცი განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

მისი განცხადებით, საქართველოში შესაძლო ომის სცენარი მძიმე შედეგებს გამოიწვევდა და ამის თავიდან აცილებაში დიდი როლი ითამაშა როგორც „ხალხის ძალის“ პოლიტიკამ, ისე ხელისუფლების პრაგმატულმა გადაწყვეტილებებმა. “გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას – აწყობს ეს? სწორედ ეს არის შედეგი, რაც სამწუხაროდ დადგებოდა საქართველოში, რომ არა ჩვენი – „ხალხის ძალის“ პოლიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სწორი პრაგმატული გადაწყვეტილებები, მას მერე, რაც ჩვენ გავედით “ქართული ოცნებიდან” და საზოგადოებას ავუხსენით, რომ სახელმწიფოზე იყო ზეწოლა,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
Next: დაჩი ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.