Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რომ ეზომებით იმ მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას – ლევან ხაბეიშვილი

მარშალ პრესი 25/04/2026
levan khabeishvili
რომ ეზომებით იმ მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი? ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ეს სიგიჟეა! თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ოღონდ ეს ქვეყანა გაათავისუფლეთ, ოღონდ იბრძოლეთ ძმაო, მე ვიქნები უკანასკნელი აგიტატორი.’- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 24 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე.
“ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე – 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, 24-ში რატომ არ გადიხართ? დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ამას ნუ იტყვით ხალხნო! მე თქვენკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი… ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება, 10-დან გავდივართო, როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში? 10-ში? იმან პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო, მიშას უნდა უპასუხონ და ბიძინას რატომ არ პასუხობენ?
31 მარტს რომ დაანონსდა, 26 მაისის აქცია, 26-ჯერ არ უთქვამს პოლიტიკურ ლიდერს აქციის შესახებ ტელევიზორში, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ. აბსოლუტურად გაუგებარია პოლიტიკოსი, რომელიც მოლოდინებს ვერ ქმნის, მოლოდინები უნდა შექმნა და თუ ვერ გაიმარჯვებ, არა უშავს.
ძმებო, ასე თუ გინდათ გააგრძელოთ, არავისთვისაა კარგი, ოპოზიციას არ ვყოფ ამ და იმ მხარეებად, თქვენი ნაწილი ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ და ასე გაიგეთ.
გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო მიუსაჯეს – სააკაშვილს ვგულისხმობ, 5 წელია ციხეშია და თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს და ვიღაცებმა რევიზია უნდა გაუკეთონ, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?”- თქვა ხაბეიშვილმა.

Post navigation

Previous: თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს – თაკო ჩარკვიანი
Next: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.