Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამას ღალატი ჰქვია – ლადო სადღობელაშვილი ნიკა გვარამიას

მარშალ პრესი 24/04/2026
lado sadgobelashvili

ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება „ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით -დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ – ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ოპოზიციის ალიანსის სხვა წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და შეხვედრას „წარმატებული“ უწოდა.

სადღობელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალიანსი წარმოადგენს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ქვეყნის შიგნით ხალხისგან ვერ იღებს მხარდაჭერას და იწყებს საზღვრებს გარეთ ლობირებას საკუთარი ქვეყნის დასასანქცირებლად, აღნიშნულ ქმედებას სადღობელაშვილი ღალატად აფასებს. „ ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება

„ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით — დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ — ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? – როდესაც პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის შიგნით ვერ იღებს მხარდაჭერას და გარეთ იწყებს ლობირებას საკუთარი სახელმწიფოს დასასანქცირებლად — ეს პოლიტიკა კი არა ამას ღალატი ჰქვია! – როდესაც ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრას „წარმატებულს“ უწოდებენ — საზოგადოებას აქვს სრული უფლება იკითხოს: რაზე შეთანხმდით? ვის ინტერესშია თქვენი შეთანხმება? და რატომ ემთხვევა ეს ყველაფერი ყოველთვის ზეწოლის სცენარს საქართველოს მიმართ? ეს არ არის უბრალოდ ოპოზიცია. ეს არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საკუთარ დღის წესრიგს ვერ ამყარებს ხალხზე და ამიტომ ეძებს მხარდაჭერას გარეთ — ნებისმიერ ფასად. მოსახლეობის ბედით თამაშობენ და ამით “ჯიბეს ისქელებენ”! და ბოლოს , საქართველო არ უნდა გახდეს პლატფორმა, სადაც შიდა პოლიტიკა წყდება ელჩების კაბინეტებში. – ვინც ამას აკეთებს, თავად იყენებს თავს კითხვების ქვეშ!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: გიორგი ცუცქირიძე: ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას – ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას ევროკავშირთან მიმართებით
Next: თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს – თაკო ჩარკვიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.