Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

მარშალ პრესი 23/04/2026
Juansher_Burchuladze

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონებაც – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი.

ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მასთან ორი კვირის წინ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით, ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლადდანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
Next: ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.