Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე და რაც მთავარია მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა

მარშალ პრესი 23/04/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე „რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება”. სეფაშვილი ელჩის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. „მისი ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულია, რეალურად კი საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა.

ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე და რაც მთავარია მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა იმისათვის, რომ გამოიწვიონ საქართველოს მოსახლეობაში აგრესია, პოლარიზაცია და დაპირისპირება მმართველი ხელისუფლების მიმართ. პირველ რიგში, ეს დაპირისპირება ემსახურება იმას, რომ საქართველოში წარმოიქმნას არეულობა და მარიონეტული ხელისუფლებით ჩაანაცვლონ ამჟამინდელი ხელისუფლება, რათა შესრულდეს გარკვეული გლობალური ძალების ის მიზნები და ინტერესები, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემთხვევა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ფუნქციონირებს, ინსტიტუტები მუშაობს და საზოგადოება განვითარების ახალ სიმაღლეზეა ასული
Next: ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის- თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.