Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის სამარცხვინო

მარშალ პრესი 23/04/2026
irakli kobakhidze3

ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით,  – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ტრაგიკული.

„მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით. ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება.  როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ იმსახურებს, ეს მართლა ტრაგიკულია.

ელჩი  ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი და ამას უწოდებს ევროკავშირის გზას, ან მეორე –  სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს. მას რომ არ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სხვა განცხადებებით ამ უმძიმეს განცხადებას ვერ გადაფარავთ, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მიმართ, მუქარა სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. ეს არის უმარტივესი ლოგიკური განმარტება, როდესაც ასე აყენებ საკითხს, რომ უახლოეს მომავალშ გადაწყდება ქვეყნის ბედი ან ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით, რაც არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება, ჯერ ჩაეკითხეთ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა აქამდე.

ჰერჩინსკის როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე. ერთხელ ხომ სცადა, ორჯერ ხომ სცადა, ხუთჯერ ხომ სცადა. ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველ ხალხს მოუწოდებდა „ნაცების“ დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა მობილიზდითო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში „ნაცებიო“. პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ის პირდაპირ, თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9-წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება. ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართველ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას – ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება
Next: „ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი – ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.