Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე

მარშალ პრესი 23/04/2026
mamuka mdinaradze

არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია, ამ შემთხვევაში, როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება, მაგრამ, როდესაც აშკარა დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

მან კონკრეტული მაგალითის სახით მოიყვანა 2024 წლის აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილი გადაცდომების შემთხვევები და პირობა დადო, რომ ასეთი ქმედებების პრევენცია მოხდება და მსგავსი საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდება.

“შეგვიძლია კადრები გავიხსენოთ, მათ შორის [2024 წლის მოვლენები], რომელიც ამ დღეებში გააქტუალურდა. ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალისტს, როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს – რა მნიშვნელობა აქვს, ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, ზუსტად ასე მილაპარაკია, მაგრამ ახლა, ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის,” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
Next: მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.