Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

მარშალ პრესი 03/07/2022
მეუფე შიო

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აბიტურიენტები დალოცა.

მეუფე შიომ აბიტურიენტებს უწმინდესისა და უნეტარესის დალოცვა გადასცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ნაყოფიერი სწავლა, შრომა, უფლის მცნებებით ცხოვრება უსურვა.

,,გადმოგცემთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას… რა თქმა უნდა, გისურვებთ გამოცდების ჩაბარებას, გისურვებთ კარგად სწავლას, მაგრამ, ამასთანავე, როგორც დღევანდელ სახარებაში იყო ნათქვამი, უნდა გახსოვდეთ, რა არის მთავარი. აი, ეს საოცარი სიტყვებია: ,,პირველად ეძიებდეთ ღმერთის სიმართლეს და ცათა სასუფეველს…” – თითქოს რთული სიტყვებია, რომ არ იზრუნოთ, რა ჭამოთ და რა სვათ, სინამდვილეში, ეს არ ნიშნავს, რომ დაჯდე და არაფერი აკეთო, პირიქით, შრომისკენ მოგვიწოდებს უფალი. აქ საუბარია პრიორიტეტებზე – შენთვის რა არის უმთავრესი. როცა შენთვის უმთავრესია ღვთისმსახურება, მაშინ ამ ყველაფერსაც სხვანაირად უყურებ, იცვლება შენში დამოკიდებულება მატერიალურისადმი, სიმდიდრისადმი და ამ ყველაფრისადმი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩიხში შეიყვანონ
Next: შემოსავლების სამსახური: ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გადიოდა, სიცრუეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.