Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები “დემოკრატიული უკუსვლისა” და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დადებით შეფასებებს

მარშალ პრესი 21/04/2026
eurogeo

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ, ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ფონზე, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ქვეყანამ გასულ წელს პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.

„შედეგად, საქართველო ბრიუსელიდან მზარდ ფინანსურ და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირმა არაერთხელ სცადა საქართველოსთვის სანქციების დაწესება, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ამ დრომდე ვეტო დაადეს ყველა ასეთ მცდელობას. თავის ბოლო სანქციების პაკეტში ბრიუსელი იმდენად შორს წავიდა, რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, მაგალითად კულევის პორტის დასანქცირებაც კი შესთავაზა, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობგიგანტი SOCAR შავი ზღვის ოპერაციებისთვის იყენებს.

ევროკავშირმა ასევე შეაჩერა უვიზო მიმოსვლის უფლება „ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის“, როგორც პასუხი თბილისის მიერ „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების ბრალდებებზე. ეს ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ზოგადად დადებით შეფასებებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გასულ წელს ქვეყანას შეაქო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ანალოგიურად, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოს,“ – აღნიშნავს The National Interest-ი.

ამავე დროს, სტატიაში საუბარია ვაშინგტონში ფორმირებულ კოალიციაზე, რომელიც საქართველოს მიმართ მკაცრად არის განწყობილი.

„ვაშინგტონში მსგავსი მცდელობები განხორციელდა საქართველოს მიმართ მკაცრად განწყობილი არაფორმალური კოალიციის მიერ, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა).

უილსონმა წარადგინა MEGOBARI აქტი, კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირების მიმართ. ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა, თუმცა, სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა (რესპუბლიკელი, სამხრეთ დაკოტა) შეაჩერა.“ – წერს The National Interest-ი.

Post navigation

Previous: გამოცემა The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ
Next: The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია – აშშ–საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.