Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში არ არსებობს წამალი, რომელიც დიუშენის დაავადებას განკურნავს

მარშალ პრესი 21/04/2026
mixeil sarjveladze

ეს უმძიმესი დაავადება დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს არის არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, საკითხის ირგვლივ პოლიტიზების მიზნით გახშირდა ე.წ. ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების განზრახ ან მართლაც დილეტანტობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზეც ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული სუბიექტები.

მინისტრმა დიუშენის განკურნებისთვის შესაბამისი მედიკამენტების შესახებაც ისაუბრა.

„დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის “კნავილი” – “აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!
Next: გამოცემა The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? – მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.