Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

მარშალ პრესი 20/04/2026
data gvasalia

ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გუბაზ სანიკიძის შვილს, ლევან სანიკიძეს, მის მიერ ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე. დათა გვასალიას თქმით, ლევან სანიკიძე ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს მამებზე საუბარს, რადგანაც სწორედ მათი სახელია “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმი დღევანდელობაში.

“რა, რა და მამებზე საუბარს მართლაც ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს. ლევან, შენ რომ დისკუსია მამაშენთან მართლაც გაგემართა, ალბათ იმ „მილიონზე“ უნდა დაგეწყო საუბარი, მამას ასე თავდაჯერებულად რომ ჰქონდა დაანგარიშებული პოლიტიკურ ბენეფიტებსა და ღირსებას შორის. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენს შორის დისკუსიას დესერტად „პოლიტიკური მიმცემლობის“ მასტერკლასი მოჰყვება ხოლმე.

ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული. ჰოდა დისკუსიაში იქნებ ის ჭეშმარიტებაც აღმოაჩინო, რომ მამაშენის გუშინდელი მტერი მისი დღევანდელი მოკავშირეა და ამ “მიმცემლობით” განოყიერებულ ნიადაგზე დგახარ – სპიკერის რანგში :)) და ეს ის მცირე კომპენსაციაა, რაც მამიკოს ამაო ბრძოლისა და საბოლოო მორჩილების სანაცვლოდ მიიღე – გახსოვდეს ეს. ჰოდა ბოლოს, პირველ რიგში საკუთარ მამასთან დისკუსია მართლაც გჭირდება, ოღონდ არა ისტორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადააქცია თქვენი სახელი “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმად,”- წერს დათა გვასალია.

Post navigation

Previous: ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.