Skip to content
14/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაპუაშვილი დიუშენის სამკურნალო წამალზე: მთავარი პრინციპი, რითაც ამოდის სახელმწიფო ეს არის, რომ „არ ავნო“, ისე უნდა მივუდგეთ, რომ უარესი შედეგი არ იყოს, აუცილებელია რისკები გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა მშობლებმა

მარშალ პრესი 20/04/2026
shalva papuashvili

მთავარი პრინციპი, რითაც ამოდის სახელმწიფო ეს არის, რომ „არ ავნო“. ისე უნდა მივუდგეთ, რომ უარესი შედეგი არ იყოს. აუცილებელია რისკები გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა მშობლებმა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატის უკუჩვენებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით პაციენტები არ დაზარალდნენ.

„ეს უპირველეს ყოვლისა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სამსჯელოა. რა თქმა უნდა ერთის მხრივ გასაგები არის მშობლების წუხილი და სურვილი, რომ იქნეს გამონახული გზები მკურნალობისა. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარი პრინციპი, რითაც იწყება ფიცი საექიმო არის, რომ „არ ავნო“. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოზეც. ასე უყურებს სახელმწიფო ამ ყველაფერს, რომ აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიული ხედვა,

ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით.

მთავარი პრინციპი, რითაც ამოდის სახელმწიფო სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში ეს არის, რომ „არ ავნო“. ისე უნდა მივუდგეთ ყველა საკითხს, რომ უარესი არ იყოს შედეგი. ვიცით, რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტებს აქვს, ასე რომ აუცილებელია ყველა რისკი გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა მშობლებმაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობა მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა, უარყვეს, რასაც გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია
Next: შათირიშვილი: ორბანმა სასტიკად წააგო, აშშ-ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა – დასანანია, რომ არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.