Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სტრასბურგში საიას სარჩელზე: მიმართონ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ რამდენიმე ასეთი მჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ვნახეთ, ყველგან დამარცხდნენ

მარშალ პრესი 20/04/2026
shalva papuashvili1

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა საიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროსასამართლოში სარჩელის შეტანას ეხება. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: ამბობენ, რომ სარჩელი ეხება „ნოემბერ-დეკემბერში სამართალდამცველების მხირდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს“. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას?

„მიმართონ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ რამდენიმე ასეთი მჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ვნახეთ, ყველგან დამარცხდნენ საქართველოს სახელმწიფოსთან, ისინი, ვინც უცხოელების ზურგით ცდილობდნენ სააკაშვილის, გვარამიას, მელიას, რუსთავი 2-ის საქმეზე და სხვა საქმეებზე იმის თქმას, თითქოს საქართველო იქცეოდა რაიმე სახით კონვენციის მიღმა. იმდენი ქართველობაც არ ჰყოფნით, ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რომ საქართველოს ცილს სწამებდნენ.

მეორე საკითხი: იცით, რომ 5 აპრილს იყო ბოლო ვადა, რომ მიმდინარე გრანტებთან დაკავშირებით მიემართა დონორებს სახელმწიფოსთვის თანხმობის მისაცემად და საინტერესოა მიმართა თუ არა საიას დონორმა ხელისუფლებას და საინტერესოა, საიდან ფინანსდება, რადგან თუ არ მიმართა და უცხოური დაფინანსებით ხდება კვლავ საქართველოზე თავდასხმის ორგანიზება, საინტერესო იქნება ჩავიხედოთ რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი – სრულად ვიზიარებ ქართული ეკლესიის პოზიციას, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს
Next: შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობა მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა, უარყვეს, რასაც გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.