Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ცოტნე ივანიშვილს – გენო პეტრიაშვილი

მარშალ პრესი 18/04/2026
geno

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გენო პეტრიაშვილი, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო, რომელიც შეკვეთილში, გურულ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა.

გენო პეტრიაშვილის განცხადებით, პოლიტიკა გურული ხალხის განუყოფელი ნაწილია, ამავე დროს კი ის მადლობას უხდის ცოტნე ივანიშვილს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად ცდილობს მათი ყველა პრობლემა და გამოწვევა დროულად და ეფექტურად გადაიჭრას. „დღეს გურულ ახალგაზრდებს შევხვდით. საოცარი ენერგიის მქონე ხალხს, პოლიტიკა კი გურულის განუყოფელი ნაწილია.

იყო კამათი, დისკუსია და აზრთა გაცვლა/გამოცვლა, შედეგად კი რჩება ის, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ჩავრთავთ პროცესებში. განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს ცოტნე ივანიშვილს, ადამიანს რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად მოწოდებულია, ყველა პრობლემა და გამოწვევა მალე და ეფექტურად გადაიჭრას,“- წერს გენო პეტრიაშვილი.

Post navigation

Previous: ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს
Next: ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.