Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც იმუშავონ ასე

მარშალ პრესი 18/04/2026
eka sepashvili1

„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, მისი მხრიდან საელჩოების მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადების მიზეზი ის გამოცდილება იყო, რაც მას აქვს საელჩოების დადებითი მუშაობის კუთხით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სურვილი აქვს საელჩოები თავიანთ პროაქტიულად მუშაობდნენ, სწორედ ისე, როგორც მაგალითად, დღეს ქუვეითში საქართველოს საელჩო.

„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა. Starbucks-სი მარტო ყავა კი არ არის, ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც სხვა ინვესტორებს ეუბნება, რომ საქართველოში ინვესტიცია უსაფრთხოა. მე არ მომწონს საელჩოების პასიურობა და ეს ვთქვი კიდეც. ჟურნალისტებმა მთხოვეს დამეკონკრეტებინა, რომელ საელჩოებს ვგულისხმობდი. ვფიქრობ, რომ სტერეოტიპებში ვიკეტებით – გვგონია, რომ მაინცდამაინც ნეგატიურზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სინამდვილეში კი დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც უნდა იმუშავონ ასე. გავმეორდები, საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს კარგი მუშაობის შედეგად მოხდა. სწორედ ისინი გავიდნენ იმ ხალხზე, ვინც ხმა მიაწვდინა ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს,“ – განაცხადა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ახალგაზრდების გადაწყვეტილებები აისახოს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებში
Next: ეკა სეფაშვილი: ვნახოთ ევროპაში ეკონომიკური პრაგმატიზმი აჯობებს თუ პოლიტიკური კონიუნქტურა. თუ ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა აჯობა, მაშინ ისევ ძველებური ევროკავშირი დაბრუნდება, ისეთი, როგორიც იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.