Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს

მარშალ პრესი 17/04/2026
tamar chiburdanidze

„თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თანამედროვე ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა. თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ფსევდოლიბერალიზმი ქადაგებს სრულ თავისუფლებას, რითიც ხიბლავს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებსა და მოზარდებს. სინამდვილეში კი, მისი თქმით, არღვევს თავისუფლების პრინციპს და იმონებს ყველას, ვისშიც შეაღწევს. „თანამედროვე ლიბერალიზმი კატეგორიულად სცილდება და ცდება კლასიკური ლიბერალიზმის ჩარჩოებს, მის ფილოსოფიასა და პოლიტიკას და დღეს ის არსად, არცერთ ქვეყანაში კლასიკური შინაარსით არ არსებობს.

ის ლიბერალიზმი, რომელიც წარმოიშვა ორი საუკუნის წინ, ეფუძნებოდა ეროვნულ და პიროვნულ იდენტობას, რომელშიც იყო თავმოყრილი ეროვნული ტრადიციები და ღირებულებები. ეს არის ყველაზე მთავარი, ამ იდეოლოგიით შემოვიდა და დაფუძნდა ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიების ასპარეზზე და დაიმკვიდრა თავისი ადგილი. თუმცა, თანამედროვე ლიბერალიზმი ცდება ყველა ჩარჩოს და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ულტრალიბერალიზმი და ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ხშირად ლიბერალურ ფაშიზმს ვუწოდებთ.

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლენა, როცა მშობელს არაფერს ეკითხები, ყველანაირ უფლებას ართმევ და მისი გაჩენილი და გაზრდილი შვილის ბედს წყვეტ შენ და არა მშობელი. ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა, პოლიტიკას მოიცავს და მის მარწუხებში აქცევს ყველაფერს. მისი იდეოლოგიის მსხვერპლია თითოეული ადამიანი. მსხვერპლს კი, ლიბერალიზმი იყენებს პოლიტიკაში გრძელვადიანად ყოფნის და არსებობის მიზნით. თუკი, ბავშვი მშობელმა ჩამოაყალიბა დამოუკიდებლად, ჩაუნერგა მას ღირებულებები, ტრადიციები, თუკი ბავშვში მშობელმა თავიდანვე შენიშნა ეროვნული იდენტობის, რელიგიის, რწმენის სიმტკიცის ნიშნები, მაშინ ეს ბავშვი ვერ იქნება მათი იარაღი. თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა. თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. არადა, ისინი ამ თითქოსდა თავისუფლებაში კი არა, ფსევდოლიბერალიზმის სრულ ტყვეობაში ექცევიან. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს და ის იმონებს ყველას, ვისშიც შეაღწევს,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით
Next: ირაკლი კობახიძე – საქართველო 23 საუკუნისაა, შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.