Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯანლუკა გრეკო: „ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში“

მარშალ პრესი 16/04/2026
janluka grego

გაერო-ში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკო 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც საჯარო მმართველობის განვითარების გზაზეა და ცდილობს, მოქალაქეებს რაც შეიძლება უკეთესი სერვისები შესთავაზოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში“, – განაცხადა ჯანლუკა გრეკომ.

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

Post navigation

Previous: დევიდ ფულფორდი: „იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“
Next: საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.