საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა – მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.
