Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 16/04/2026
100

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ  მოაწერეს. 

კოლეჯში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსების გავლისას, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია ერთობლივი აქტივობებისა და პროექტების განხორციელება. კოლეჯის ძირითადი მიმართულებაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფერო, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მნიშვნელოვან მოთხოვნებს პასუხობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებზე ზრუნვისა და დაფასების პროცესში, სხვადასხვა, მათ შორის, განათლების სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ მიზნით, სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი  კომპანიებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Post navigation

Previous: ნაცრადიკალების ე.წ. სცენარობანა მორიგი გადატრიალებისთვის, მაინც ფიასკოთი დასრულდება
Next: ოპოზიციამ ტრენერად ვინმე იგორ ბლაჟევიჩი აირჩია, რომელიც ოპოზიციასთან აფილირებული პერსონაა და სოციალურ ქსელში, ოპოზიციის ნარატივის აქტიური გამზიარებელია, მისი გააქტიურება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.