Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?

მარშალ პრესი 16/04/2026
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გეკა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაჰყავთ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში გაგზავნიან.

ჩიხელიძის თქმით, „ტვ პირველის“ „ჟურნალისტებს“ არ ერიდებათ ნოდარ მელაძის მოზელილ სიბინძურეში მუშაობა და თანხმდებიან 12-საათიანი ტყუილის გავრცელებას. მისი თქმით, კიდევ ბევრი დრო გავა და ჩიქოვანი და გელაძე პოსტებზე მუშაობას გააგრძელებენ.

„ტვ პირველის “ჟურნალისტებს” მინდა ვკითხო – არ გიტყდებათ მაგ კანტორაში, ნოდარ მელაძის მოზელილ სიბინძურეში გორაობა? კონკრეტულად ამ ტყუილს რომ ავრცელებდით, ზუსტად 12 საათიან ტყუილს, სინდისმა არ შეგაწუხათ? ზოგადად არ გაწუხებთ ტყუილებით ცხოვრება? ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა
Next: ნაცრადიკალების ე.წ. სცენარობანა მორიგი გადატრიალებისთვის, მაინც ფიასკოთი დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.