Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია ცაგარეიშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია თანამშრომლობაზე წამოვა. მინდა, ეს მოლოდინი არ გამიქარწყლდეს, ბოლოსდაბოლოს, ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და ავცდეთ ომსა და უბედურებას

მარშალ პრესი 03/07/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

გვინდა, მოქალაქეებს ყოველთვის ახსოვდეთ, რა შეიძლება, ამ ქვეყანაში მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების დამხობა მოხდება ამ ავაზაკების მიერ. რა თქმა უნდა, 3 ივლისის აქცია მათი ორგანიზებულია და ამ აქციის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – კონსტრუქციული თანამშრომლობის და ერთმანეთის მოსმენის. ბოლოსდაბოლოს, ეს უნარები უნდა გამოვამჟღავნოთ, თუ გვინდა, ნორმალურ საზოგადოებას დავემსგავსოთ, იმ საზოგადოებას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს მოუსმინონ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობაზე წავა.

„ჩემი გამოცდილების ადამიანი ამას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად, მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პოზიციას შეიცვლის და თანამშრომლობაზე წამოვა. მინდა, ეს მოლოდინი არ გამიქარწყლდეს, ბოლოსდაბოლოს, ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, გავიაროთ ამ ბეწვის ხიდზე და ავცდეთ ომსა და უბედურებას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

Continue Reading

Previous: ძველ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
Next: რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები იყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025