Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

მარშალ პრესი 14/04/2026
suramshi kompleqsi ashendeba

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს.

კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს.
შენობებში განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები.

მრავალფუნქციური კომპლექსი ასევე მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი თარგამაძეზე: მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე
Next: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.