Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია

მარშალ პრესი 14/04/2026
IRAKLI KIRCXALIA

ზოგადად „კამიტის“ თემა ღიმილის მომგვრელია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. „კამიტით“ მოწამვლაზე წლების შემდეგ ლაპარაკობენ „კამიტით“ „მოწამლულები“. ეს უკვე ტრაგიკომედიაა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვედრებს მართავს და შესაძლოა საუბარი შეეხოს ე.წ. კამიტის საქმესაც.

„ამ თემაზე ტრაგიზმი იყო, რომ ჯერ „ბიბისის“ ტელევიზიას, რომელიც ცნობილი იყო თავისი მაღალი სტანდარტებით, დაკვეთით გააკეთებინებს სრულიად აბსურდული რეპორტაჟი, შემდეგ ვნახეთ რაღაც ასობით გვერდიანი დასკვნა, რომელიც აქ თურმე სამ დღეში დაიწერა და ამ უაზრო დასკვნის დამწერი ქალბატონის ფორმალური ჩამოსვლა. როდესაც „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ დისკუსიების გამართვას აპირებს, (თუ, ამაზე სერიოზულად იყო საუბარი) ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე – სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?
Next: თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი თარგამაძეზე: მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.