Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხის მდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის

მარშალ პრესი 14/04/2026
david kartvelishvili

„ბრიუსელი იმდენადაა მძევლობაში თავისი რიტორიკის და ლოზუნგების, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში აგრესიული და ცილისმწამებლური რიტორიკით ბრიუსელმა აქამდე ვერ მიაღწია ხელშესახებ მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევს.

„დღეს საქართველოს მომავალი იმაშია, რომ ყველას სჭირდება – აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს. ჩვენს გარშემო რეგიონში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ დროებით თუ მუდმივად გვეძლევა უნიკალური მონოპოლისტის ფუნქცია მოვამარაგოთ აღმოსავლეთიდან ევროპა და იგივე უნგრეთი ციფრული, ტექნიკური, ენერგეტიკული კუთხით. ასევე, საქართველო თავის წამყვან ადგილს მიიღებს მსოფლიოს მწვანე ენერგეტიკის მომარაგების საკითხში, რაც აქამდე არ გაჟღერებულა ევროპის მხრიდან. დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხმდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის.

ბრიუსელს ეს ყველაფერი ესმის, მაგრამ იმდენადაა თავისი რიტორიკის და ლოზუნგების მძევლობაში, რომ შესაძლოა ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს, ისევე, როგორც ევროპარლამენტის სარეკომენდაციო ხასიათის 4-5 უსამართლო რეზოლუცია იყო, საიდანაც პრაქტიკულ ჭრილში ვერაფერი გადაიტანეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეუჩერეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა. ეს იყო სულ მთელი ამ წლების აგრესიული რიტორიკის შედეგი? ან რომელ საკვანძო საკითხში მიაღწიეს საწადელს და რომელი ბავშვზე თუ ხალხზე ორიენტირებული კანონი გაგვაუქმებინეს? ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად და ურთიერთობების გართულების მოლოდინი ბრიუსელის მხრიდან არ მაქვს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: გვარამიას მხრიდან ეს არ არის პირველი თავდასხმა შშმ პირთა მიმართ, მან სიძულვილის ენა ტრადიციად აქცია
Next: დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.