Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 14/04/2026
054

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების, 2026 წლის პრიორიტეტებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

სხდომაზე ასევე განიხილეს 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები. პროგრამის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მუნიციპალიტეტის თერთმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია
Next: ზვიად შალამბერიძე: სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა ხშირად ხდება არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით. მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.