Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გილოცავთ დედაენის დღეს, ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას – პრემიერი

მარშალ პრესი 14/04/2026
irakli kobakhidze3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.

“გილოცავთ დედაენის დღეს!

1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა – ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას.

მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას.

ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.
“- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა
Next: ლევან მახაშვილი უნგრეთის არჩევნებზე: ყველამ მიიღო შედეგი- გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.