Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი – ვიქტორ ორბანის კონკურენტი პიტერ მაგიარი

მარშალ პრესი 12/04/2026
piter magiari

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა.

პიტერ მაგიარმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმის მიცემის უფლება გამოიყენა. ვისთვისაც არ უნდა მიგეცათ დღეს ხმა, ეს დემოკრატიის ზეიმად იქცა. რა თქმა უნდა, ვნახეთ ბოლო გამოკითხვები. სულ მცირე, სამი ან ოთხი კვლევითი ინსტიტუტი გამოვიდა თავისი ბოლო კვლევებით. ამ მონაცემებზე, ამომრჩეველთა აქტივობაზე და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს ბოლო თვეებში, შესაძლოა, წლებშიც კი – ჩვენ არ გვინდა და არ მოვიგებთ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს“, – განაცხადა მაგიარმა.

Post navigation

Previous: გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
Next: ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდა და გამარჯვებულ პარტიას მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.