Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს აქცია მყისიერად გადაიზრდება ძალადობრივში, ისე როგორც 2019 წლის 20 ივნისს, როგორც კი ორგანიზატორები ჩათვლიან რომ ამის დრო მოვიდა. ჩვენმა ისტორიამ მგონი რაღაც უნდა გვასწავლოს!

მარშალ პრესი 03/07/2022
ზაალ ანჯაფარიძე

,,ეს აქცია არის პირდაპირი ძალადობა ქვეყნის კონსტიტუციაზე, ეს არის უმცირესობის პირდაპირი ძალადობა საზოგადოების უმრავლესობაზე და მის არჩევანზე,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე დღეს დაგეგმილ აქციას.

როგორც ანჯაფარიძე წერს, აქციის ორგანიზატორებს სურთ, თავს მოახვიონ გაუგებარი წარმომავლობის და საზოგადოებაში ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ხალხისგან დაკომპლექტებული რაღაც „ტექნიკური მთავრობა.“

,,არავინ შეიყვანოს შეცდომაში დღევანდელი აქციის ლამაზად შეფუთულმა ლოზუნგებმა „არაძალადობრივი,“ „შინ ევროპისკენ“ „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ და ა.შ. სინამდვილეში ყველაფერი სწორედ პირიქით არის.

ეს აქცია არის პირდაპირი ძალადობა ქვეყნის კონსტიტუციაზე, ეს არის უმცირესობის პირდაპირი ძალადობა საზოგადოების უმრავლესობაზე და მის არჩევანზე, როდესაც უნდათ, არჩევნების გვერდის ავლით, ძალადობით მათ თავს მოახვიონ გაუგებარი წარმომავლობის და საზოგადოებაში ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ხალხისგან დაკომპლექტებული რაღაც „ტექნიკური მთავრობა.“ და რა თქმა უნდა, აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს არაფერი აქვთ საერთო პრო-ევროპულობასთან, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს და გვახსოვს კიდეც.

გარწმუნებთ, ეს აქცია მყისიერად გადაიზრდება ძალადობრივში, ისე როგორც 2019 წლის 20 ივნისს, როგორც კი ორგანიზატორები ჩათვლიან რომ ამის დრო მოვიდა. ჩვენმა ისტორიამ მგონი რაღაც უნდა გვასწავლოს!

ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობა, ჯერჯერობით ქართული მოთმინებით უყურებს ამ ევროპული დროშებით შეფუთულ ბაკქანალიას. თუმცა, ისიც ჩანს რომ მოთმინების ეს ფიალა ნელნელა ივსება”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა- ჩვენ გვესმის რატომაც შეიძლება იკავებდეს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან თავს, ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან სამართლებრივ პირს საქართველოს გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან
Next: მოთხოვნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს საქართველო, არა მხოლოდ სამართლის მიღმაა, არამედ უზნეობაცაა! – ვინც ამ მოთხოვნას იზიარებს, ისიც უზნეოა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.