Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს

მარშალ პრესი 09/04/2026
vato shakarishvili

როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო… ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა. სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა დასრულდეს.
„როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო… ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა.

სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს. ეს საგიჟეთი და უნიჭო პერფორმანსები კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს 9 აპრილის მოვლენების რეალურ გააზრებას.

ეს უნდა დასრულდეს, არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მტრებს უნდა მიეჩინოთ შესაფერისი ადგილი. მაშინ ექნება შინაარსი და ფასი 9 აპრილის მემორიალთან მიტანილ ტიტებს,“- წერს ვატო შაქარიშვილი.

 

Post navigation

Previous: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან – გიორგი გამსახურდია
Next: ცოტნე ანანიძე: რადიკალური აქტორები საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ის ერთობა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე გასწირეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.