Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან

მარშალ პრესი 09/04/2026
BACHO ODISHARIA

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ოდიშარია რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დივერსანტებს “ბიოლოგიურ პარაზიტებს” უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავენ. “ეროვნული გლოვის დღეს საზოგადოების თითოეული წევრი ხდება საერთო მწუხარების ნაწილი, რაც განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქვეყნო გლოვის მთავარი არსი დუმილი და პატიცისცემაა. ეს არის დრო, როდესაც პირადი ინტერესები და გართობა უკანა პლანზე იწევს საერთო ტკივილის გასააზრებლად. 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს. ესაა ტრაგედიის ინსტრუმენტალიზაცია, მსხვერპლთა ოჯახების და დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფა და გლოვის ეთიკის სრული მოშლა. ეს ერთი მუჭა აკაცუკი არაა ქართული საზოგადოების ნაწილი, ესაა ბიოლოგიური პარაზიტი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავს. დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!”- წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: ნინო ფოჩხუა: ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.