IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი დღეიდან ვიზიტორებს მასპინძლობს. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითაა გამორჩეული. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

ტერიტორია, სადაც ახლა პარკია გაშენებული, ჭაობით იყო დაფარული. პარკში თავმოყრილია უნიკალური ჯიშის ხეები ხეები საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან: კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და ევკალიპტი და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები. გაშენებულია ბამბუკის ტყეც.

ამ  ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

პარკი ღიაა სტუმრებისთვის კვირაში ხუთი დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება