Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს “მონებს” რომ უწოდებენ – მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, სადაც მორიგი უზნეო და სამარცხვინო პერფორმანსი დადგეს

მარშალ პრესი 09/04/2026
david kartvelishvili

ვერც ერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ – რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს “მონებს” რომ უწოდებენ – მათი ადგილი დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს, სადაც მორიგი უზნეო და სამარცხვინო პერფორმანსი დადგეს. ვერც ერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ – რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის. მე ვიზიარებ მათი გამზრდელების ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელ მწუხარებას, რომელიც ადრე თუ გვიან მათ ეწვევა. ეწვევა იმ გარდაუვალ კოშმარულ აღიარებასთან ერთად, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველობის ის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის რგოლები პერიოდულად სუსტდებოდა, მერე კვლავ მტკიცდებოდა უფალსა და სამშობლოსა მას შინა – დღეს სწორედ მათსა და მათ შვილებსა ზედა გაწყდა.

თუმცა, ეს არაა ერის ტრაგედია. ერი ამ ყველაფერზე უფრო უზენაესია – ეს მათი პირადი, საოჯახო ტრაგედიაა. მე ისინი არ მეცოდება – მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ესეც ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია – ნებაყოფლობით აირჩიო: უფლისკენ ხარ, თუ ლუციფერისკენ; “ცხვრების” მხარეზე გინდა აღმოჩნდე, თუ “თხების” – ჟამსა მას შინა, ოდეს უფალი მოვიდეს სუფევითა თვისითა და განსაჯოს მართალნი და მტყუანნი საქმეთაებრ მათითა. თანაც, ყველა რომ უნდა გადარჩეს, ამაში არც სახარებას შევუყვანივართ შეცდომაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა იმ თავდადებული ქართველის სულები, რომლებსაც არასდროს შეშლია, თუ რომელი მხარე აირჩიონ ამ წუთისოფელში.”- წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: 9 აპრილის მემორიალთან ნაცმარგინალების იაფფასიანი მინი წარმოდგენები და ვითომ ამ დღის მიტაცების მცდელობა ამაზრზენია- “ნაცობასა” და ადამიანობას შორის უღრმესი უფსკრულია
Next: თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენება არის პოლიტიკურად წაგებული სვლა, რადგან ამ დღის მნიშვნელობა დამოუკიდებელია ყველა სხვა პირისაგან, აქ მთავარი აქტორი იყო და დღესაც არის ქრთველი ხალხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.