Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან – მაია ბითაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 09/04/2026
maia bitadze

ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, იმიტომ რომ უკვე კომიკურად არის გადაქცეული მათი საქმიანობა ქვეყნის შიგნით, ასევე კომიკურია დედაქალაქ-დედაქალა წოწიალი, რომელსაც ასე ძალიან შეეჩვივნენ – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.

ბითაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი არის ჩაკეტილი წრე, რომლის გაცოცხლებაზეც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთიდაიგივე ადამინები მუშაობენ, რომლებიც არც ცდილობენ გაერკვნენ რეალობაში.

“არ სურთ გაერკვნენ რა სურს საქართველოს მოსახლეობას და რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას იმ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც ხან გადაინომრება, ხან სახელს გადაირქმევს და ხან გაერთიანდება. მათ ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს იცნობს და ვიცით რა შეუძლიათ მათ, როგორ ავნონ საკუთარ ქვეყანას და გამოიყენონ ნებისმიერი საკითხი საკუთარი მავნებლური ინტერესების გასატარებლად, რომელსაც შედეგი აღარ აქვს. შესაბამისად აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიკალები გაერთიანდებიან თუ არა, ჩვენ მათ ვიცნობთ 30 წელია, ხელისუფლებაშიც გვინახავს და ზუსტად ვიცით რა მავნებლობა შეიძლება მოუტანონ საქართველოს, მათ შორის სულ რომ არაფერი ვთქვათ 2008 წლის ომზე და იმ მმართველობაზე, რომლის დროსაც ძალიან დააზიანეს ჩვენი სახელმწიფო. ახლა გაერთიანდნენ იგივე ადამიანები, რომლებიც აქციებზე და სანქციებზე გვესაუბრებიან და უხარიათ თუ რომელიმე ევრობიუროკრატი თითს დაგვიქნევს, რაზეც საქართველოს მოსახლეობას რეაქცია აღარ აქვს. უხარიათ, რომ სადღაც, რომელიღაც სახელმწიფო თავისუფალ მედიას ასანქცირებს მათ ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობასთან იქონიონ ურთიერთობა, კმაყოფილებიან იმ აქციებით, რომელიც აღარავის ახსოვს და ასევე ბედნიერები არიან, რომ ჩავლენ რომელიღაც სახელმწიფოში, ისევ აპირებენ დედაქალაქ-დედალაქალ სიარულს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Post navigation

Previous: მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
Next: პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.