Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

მარშალ პრესი 08/04/2026
022

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

გიორგი კალანდარიშვილი საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. ისინი ფონდის ბენეფიციარებს შეხვდნენ, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სააღდგომო ნობათი გადასცეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს. გიორგი კალანდარიშვილი ცენტრის ბენეფიციარებს, როგორც მომავალ ამომრჩევლებს, არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

ფონდის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და მას ფონდის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები გადასცა.

ამჟამად “მომავლის გზას“ 45 ბენეფიციარი ჰყავს. ფონდის ბენეფიციარები არიან მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ 25 წელია ფუნქციონირებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ აქციებში. საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკვე მეორედ სტუმრობდა. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების განხორციელებას ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას
Next: ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.