Skip to content
14/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

მარშალ პრესი 08/04/2026
irakli kobakhidze3

დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.

„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

Post navigation

Previous: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინმა ხელი შეუწყო თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რაც მიუთითებს, რომ პეკინის დიპლომატიურ აქტივობას მნიშვნელობა ჰქონდა
Next: ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: “პუტინს პატიოსანი თვალები აქვს”. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.