Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

მარშალ პრესი 08/04/2026
zaza shatirishvili

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის ბლეფს უწოდებს დონალდ ტრამპის მუქარას აშშ-ის მიერ ნატოს შესაძლო დატოვებაზე და მიიჩნევს, რომ მთელი სპექტაკლი ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება.

„რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენს, სამხედრო ძალას, იგივე „ნატოს“, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს აშშ ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია.

მაშ, რა ხდება, რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია და სიმართლე გითხრათ, მეც არაერთი ამოუხსნელი ფორმულა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ „დიპ სტეიტის“ ეს ძალიან ჭკვიანური, ამავე დროს მზაკვრული სტრატეგიული სვლა ტრამპის ანტიევროპულ ისტერიას არ დავუკავშირე. აი აქ კი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს სპექტაკლი, რომლის გათამაშებაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაიწყეს – სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება“- წერია შათირიშვილის წერილში.

Post navigation

Previous: შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“ საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ეს ადმინისტრაცია ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს
Next: ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.