Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

მარშალ პრესი 08/04/2026
zaza shatirishvili

ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია წარმოადგენს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილი წერილში საუბრობს იმ მიზეზზე რომლის გამოც დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში აქტიურად უცხადებს მხარდაჭერას ვიქტორ ორბანს.

„ბოლო დღეებში ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ აიხსნება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა ორბანის მიმართ, როდესაც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ბევრს ვერ აუხსნია, რაში უნდა აწყობდეს „დიპ სტეიტს“ უნგრეთში ორბანის მორიგ ჯერზე გამარჯვება, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტია სუვერენული, მათდამი ურჩი მთავრობების დანგრევის პროცესში,“- ვკითხულობთ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, „დიპ სტეიტი“ ორ ძალას იყენებს ორბანის წინააღმდეგ, ერთი ეს არის მის დაქვემდებარებაში მყოფი ტრამპი, რომელიც მას მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო მეორე ეს არის ბრიუსელი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს ვიქტორ ორბანს.

„საზოგადოების და მათ შორის, პირადად ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო ჯდებოდა ლოგიკაში იმ ფონზე, რომ ასევე „დიპ სტეიტის“ მიერ მართული ბრიუსელი უხეშად, ყოველგვარი წითელი ხაზების დაცვის გარეშე უპირისპირდება ვიქტორ ორბანს, უხეშად ერევა უნგრეთის არჩევნებში და ყველა მიუღებელი მეთოდით ცდილობს ისეთი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგებზე, რომ გამარჯვება სწორედ ორბანის ოპოზიციურ გაერთიანებას დარჩეს. ეს ჩარევა ისეთი ღია და აშკარაა, რომ საქართველოში, 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განხორციელებული გარე ჩარევაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უნგრეთში ვხედავთ. თუმცა კი მეთოდები ნაცნობია, ბრიუსელი უნგრეთის პრემიერს „პრორუსობაში“ ადანაშაულებს, რამდენიმე დღის წინ ჩანაწერიც კი გამოაქვეყნეს, სადაც როგორც ოფიციალურად ამბობენ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო და ლავროვი საუბრობდნენ და ეს გაუგებარი ჩანაწერიც სწორედ ორბანის წინააღმდეგ გამოიყენეს. გამოდის, რომ ერთი სხეულის, ანუ „დიპ სტეიტის“ ორი ხელი, ტრამპი და ბრიუსელი – ერთი მხარდაჭერას უცხადებს ორბანს, ხოლო მეორე მას სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლას უმართავს,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

Post navigation

Previous: ,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
Next: ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.