Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია

მარშალ პრესი 06/04/2026
5005

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.

მეჰრიბან ალიევასთან ერთად მუზეუმში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, მისი მოადგილე, გიორგი მირცხულავა და მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა იმყოფებოდნენ.

სტუმრები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება.

მუზეუმი 1982 წელს დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა სწორედ იმ შენობაში, რომელშიც მირზა ახუნდოვი ცხოვრობდა. მირზა ახუნდოვის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან, ხოლო მისი მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

Post navigation

Previous: ილჰამ ალიევი – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი
Next: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვა აზერბაიჯიანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.