Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკო ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს

მარშალ პრესი 06/04/2026
Capture

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს.

პირველი შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებაც თუ განვითარების რა გზა გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესში და იმ პროექტებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. ისაუბრა დეზინფორმაციაზე როგორც საარჩევნო პროცესის გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე.

უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ აისახება საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაცია და რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლამდე სწორი ინფორმაციის მისატანად, ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძემ კი მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობისა და არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში 3 აპრილს გამართულ შეხვედრას 70-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

Post navigation

Previous: ირანის ირგვლივ კრიზისი საქართველოსთვის საფრთხე კი არა, პირიქით – იშვიათი სტრატეგიული ფანჯარაა
Next: დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია – უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.