Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

მარშალ პრესი 03/04/2026
zurab kadagidze2

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო. ქადაგიძე წერს, რომ ევრობიუროკრატიული მანქანა ასე მუშაობს – ჯერ განაჩენი იწერება, ხოლო შემდგომ ხდება ფაქტების მასზე მორგება. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მათთვის დოკუმენტი წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება:

„მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ანგარიშის ავტორის განცხადება ცხადყოფს, რომ ევრობიუროკრატებისთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს.

„ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაციის მწვერვალი. ასე მუშაობს ევრობიუროკრატიული მანქანა – ჯერ იწერება განაჩენი, ხოლო შემდეგ ხდება ფაქტების ამ განაჩენზე მორგება.

როდესაც ანგარიშის ავტორი საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა, ხალხის ნება და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს.
მათთვის მთავარია დოკუმენტი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, ბრიუსელიდანვე გამოეგზავნა ეს „შედევრი“, ტყუილად რატომ ხარჯავდა მივლინების თანხებს?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: გამოქვეყნდა სინოდის ოქმი
Next: ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.