Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: გარკვეული ძალები ცდილობენ პატრიარქის არჩევნებში ჩარევას. მათ უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ ეკლესიაზე, გააგრძელონ მისი დისკრედიტაცია და ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევა

მარშალ პრესი 03/04/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მომავალი პატრიარქის არჩევაში ჩარევის მცდელობას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ძალებს სურთ ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც მარტივად დაემორჩილება მათ გავლენებს, სწორედ ამიტომ ცდილობენ პროცესში ჩარევასა და მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას: „ეს ძალები დარწმუნდნენ, რომ ქართველი ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებები და იცავს მათ, ასეთივე წარმატებით იცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩარევას, მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციასა და მათთვის სასურველი კანდიდატების მხარდაჭერას“ – თქვა ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ჯგუფები ებრძვიან ყველა იმ ღირებულებას, რამაც ქართველი ერი დღემდე მოიყვანა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გარკვეული ჯგუფები ეკლესიის რეპუტაციას უკვე წლებია ებრძვიან. „ნიშანდობლივია, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევასა და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებზე. მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა და მხარდაჭერა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას.

რატომ შედის ეს მათ ინტერესში? იმიტომ, რომ ამ ძალებს არ სურთ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საქართველოს დანახვა და ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ერის არსებობა. ისინი მიზანმიმართულად, არა მარტო ახლა, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც, არყევდნენ ეკლესიის რეპუტაციას. ეს არაა მხოლოდ ეკლესიის რეპუტაციისა და ამ ინსტიტუციის როლის დაკნინება, ესაა ზოგადად იმ ღირებულებებზე შეტევა, რომლებმაც ეკლესიისა და ქრისტიანობის მხარდაჭერით მოიყვანა ქართველი ერი დღემდე. სწორედ ამაზე ხდება შეტევა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქართველი ადამიანი, ჩვენი საზოგადოების ის წევრი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქრისტიანული მორალი, ღირებულებები და იცავს მათ, ასეთივე წარმატებით იცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. სწორედ ეს არის მათი გრძელვადიანი გათვლა, ამიტომ ცდილობენ ჩარევას, მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციასა და მათთვის სასურველი კანდიდატების მხარდაჭერას. უნდათ, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ და გააგრძელონ დისკრედიტაცია. იმედოვნებენ, მოახერხებენ ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
Next: გამოქვეყნდა სინოდის ოქმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.