IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„რეგულარული ფრენები კორონავირუსით ინფიცირების რისკს გაზრდის, მაგრამ ამ რისკების მართვა შეიძლება“, – შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში უკვე არის. საბედნიეროდ, ჩვენ ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფრენები რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა“, – განაცხადა იმნაძემ.

მან ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კვლავ რეკომენდებულია ჰიგიენის დაცვა.

„ზაფხულია ჩვეულებრივი და სხვათა შორის, „კოვიდის“ საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვა ვირუსებზეც ვრცელდება, იგივე ხელის დაბანა, რომელიც „კოვიდის“ დროს აუცილებელია. ვირუსებზე, რომელიც ასეთი გზით ვრცელდებიან, იგივე გზაა. აქედან გამომდინარე, ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა ყველა ვირუსისგან დაგვიცავს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინასთან დაკავშირებით კი გარკვეული ვაქცინები კვლევის ფაზაშია.

„არის რაღაც ვაქცინები, რომლებიც კვლევის მეორე ფაზაშია. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ვაქცინა შეიქმნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 003 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება