Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

მარშალ პრესი 02/04/2026
IRAKLI KIRCXALIA

ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.

„კიდევ ერთხელ ამ ეთერიდან მინდა მივუსამძიმრო ერს და ბერს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალება. ის დააკლდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არამედ მთელ საქრისტიანოს. ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის მიზანი ერთია – შეტევა ყველაფერზე რამაც შეიძლება დაასუსტოს ჩვენი სუვერენიტეტი, რამაც შეიძლება დაჰყოს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა კირცხალიამ.

ამ კამპანიის ფონზეც ირაკლი კირცხალია დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი ღირსეულად ჩაივლის.

„მე დარწმუნებული ვარ, როგორც რიგითი ქართველი, რომ ისე ღირსეულად ჩაივლის ყველაფერი როგორ ღისეულადაც იმოღვაწა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა, როგორ ღირსეულადაც უძლებდა საპარტრიაქო ბინძურ ტალღას, ასევე ღირსეულად ჩაივლის ეს პროცედურა და ქვეყანას ეყოლება პატრიარქი, რომელიც ასევე ღირსეულად გაუძღვება საპატრიარქოს და იზრუნებს ჩვენი ქვეყნის სულიერ სიმშვიდეზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

Post navigation

Previous: არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
Next: ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა – გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.