Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მარშალ პრესი 02/04/2026
661885985_2417070152089402_6546252579260102506_n

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ ტრადიციულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. ეროვნულ არქივში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მოადგილეებთან ერთად გახსნა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს. გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება. საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 2-4 აპრილს, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

Post navigation

Previous: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
Next: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევრობიუროკრატებს სჭირდებათ საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შესალახად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.